English თბილისი 0160, გამრეკელის ქ. 19, ბიზნეს ცენტრი, ოფისი 404 |  2 39 39 39; 596 39 39 39 |  office@cid.ge
Header

თბილისის ისტორიულ ქალაქურ გარემოს 15 საუკუნის ისტორია აქვს. დღეს ქალაქი მილიონნახევარ მოსახლეს იტევს. კიდ არქიტექტურა აქტიურ საქმიანობას ეწევა იმისათვის, რომ დედაქალაქის მომხობლავ ქუჩებს თავისი კვალი დაამჩნიოს. მისი ნამოღვაწარი თანამედროვეა და ამავე დროს დიდი სიფრთხილითა და გემოვნებით არის მისადაგებული ძველი თბილისის სპეციფიკურ გარემოსთან. კიდ არქიტექტურის მრავალრიცხოვან ნაგებობათა არსებობა თბილისში, რომელიც ქვეყნის მმართველობაში ცვლილებების ეპიცენტრი იყო, საზოგადოებისთვის შესამჩნევია. მას ყურადღება მიაქცია კრიტიკამაც, პროფესიონალთა მეტმა ნაწილმა კი იგი მოიწონა. კომპანიის არქიტექტორთა მსუბუქი და ლაზათიანი ხელწერა ადვილი გამოსარჩევია; მათი შენობები არ ჰგავს მძიმე, ქვაში ნაკვეთი ფასადებით დატვირთულ პოსტმოდერნისტულ ნაგებობებს, რომელთაც ქართველ არქიტექტორთა უმეტესობა ქმნის. ნეომონუმენტური, ეკლექტური და დამრთგუნველი ქაოსი მძაფრ კონტრასტს ქმნის უბრალო საცხოვრებელ ფუნქციებთან, რომელთა უზრუნველყოფა აუცილებელ მოთხოვნად არის გატარებული ქართველ არქიტექტორთავის მიცემულ მა მოდერნისტული პრინციპები, მეოცე საუკუნის ოციან წლებში განვითარებული და მიმართული ევროპული ქალაქების იმდროინდელ ურბანულ სინამდვილეზე. ამ გავლენას ირეკლავს კიდ არქიტექტურის ადრეული ნამუშევრები: მოქანდაკის მემორიალური სახელოსნო და საცხოვრებელი სახლი (მცხეთის ქ. 14, 2001 წ. - 2003 წელს საქართველოს არქიტექტორთა კავშირის მიერ მიჩნეულია წლის საუკეთესო რეალიზებულ შენობად), რომლის პროტოტიპი 1920-იანი წლების ბოლომდელი გერმანული ზაიდლუნგები იყო; ამასვე ამჟღავნებს სახლი N15 შიო მღვიმელის ქუჩაზე (2000 წ.), რომლის დეტალები რუსი კონსტრუქტივისტების მხატვრულ ენას მოგვაგონებენ. ამის საპირისპიროდ, ინტიმურს და ანტროპომეტრიულ N4 სახლს შიო მღვიმელის ქუჩაზე (2001 წ.) უფრო მეტად მისი უშუალო გარემოს ზეგავლენა ეტყობა. ამავე დროს, მრავალფუნქციური ნაგებობა (დარიალის ქ. 9, 2001 წ.), რომელიც თანამედროვე გამომხატველობით საშუალებებს იყენებს, ხაზგასმით განსხვავდება თავისი გარემოცვისაგან: იგი თამამად იკავებს წამყვან ადგილს, აღნიშნავს რა ქუჩათა გადაკვეთის წერტილს, და ქმნის ახალ ურბანულ დომინანტს ვაკის პარკის მახლობლად, სადაც საცხოვრებელ ნაგებობათა რიგი ამ სახლის აშენებამდე სრულიად მოკლებული იყო ყოველნაირ ექსპრესიულობას. 2002 წელს, საქართველოს არქიტექტორთა კავშირის ყოველწლიურ ყრილობაზე, ეს შენობა წლის საუკეთესო პროექტად იყო მიჩნეული.

სხვა წარმატებული პროექტი, კომპლექსი ვილა ვაკე (2005-06), რომელმაც 2006 წელს მიიღო მთავარი ჯილდო - „ოქროს კაპიტელი“ არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირის ეროვნული სექციის მიერ ჩატარებულ გამოფენა-კონკურსზე, საქართველოში არსებითან შემოიყვანა დაბალი სიმჭიდროვის, მცირესართულიანი საგარეუბნო განაშენიანების კონცეფცია. მოგვიანებით, ბაკურიანმაც იხილა კიდევ ერთი პიონერული არქიტექტურული ცდა, როდესაც კიდ არქიტექტურამ დააპროექტა კერძო შალეების, ბენიბიანი კოტეჯების და სასტუმროთა მსხვილი კომპლექსი ერთიან ტერიტორიაზე.  შემოქმედებითი სიმწიფის ხანაში, კიდ-ის არქიტექტორთა მიერ შექმნილი ნამუშევრები მოწმობენ, რომ მათი ხელიდან თანამედროვე სტრუქტურები გამოდის, იმისდა მიუხედავათ, თუ როგორია მათ მიერ დაპროექტებულ ნაგებობათა ზომა ან ფუნქციები, თბილისში არიან ისინი განლაგებულნი თუ სამხრეთ საქართველოს მთებში. არქიტექტურული კომპანია თანდათანობით ფართოვდება და ამდიდრებს თავის გამომხატველობით საშუალებებს ფერების, ახალი მასალებისა და სადა, ცხადი გეომეტრიული ფორმების გამოყენებით.

 


როგორ დაიწყო ყველაფერი

კომპანია “კიდ“-ი დაარსდა 1998 წლის პირველ აპრილს, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს). ამ სახელით იგი რეგისტრირებულ იქნა ვაკის რაიონის სასამართლოში მისამართით თბილისი, კეკელიძის ქუჩა N16. 1999 წ. ნოემბერში არქიტექტორებმა ნიკა შავიშვილმა და გიორგი მირიანაშვილმა ჩაატარეს ფირმის რეორგანიზაცია იმ მიზნით, რომ მოეხდინათ მისი სპეციალიზაცია შემდეგ დარგებში:

  • არქიტექტურა და ქალაქგეგმარება
  • ინტერიერის დიზაინი და სამუშაოთა შესრულება
  • მშენებლობის მენეჯმენტი

შესაბამისად, კომპანიას უფრო ზუსტი სახელი მიეცა - CID Architects. თბილისში იმავდროულად ჩამოყალიბებულ სადეველოპერო კომპანია ცენტრპოინტთან ერთად, კიდ-ი, რომელსაც მაშინ შტატში სულ სამი თანამშრომელი ჰყავდა, შეუდგა პირველი პროექტის დაგეგმარებას. ეს იყო 15 ბინიანი, 8/-9 სართულიანი სახლი ფიქრის გორაზე (ი. ნიკოლაძის პირველი ჩიხი N4). საპროექტო თავდაპირველად განთავსდა პატარა ბინაში ძველ თბილისში, შემდგომში კი დაიკავა უფრო დიდი ფართი ყოფილ სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტში. 2000 წ. შუა თვეებში კიდ-მა დაიქირავა მეტი თანამშრომელი და აიყვანა ბუღალტერი, რათა მზარდი საქმიანობისათვის მოევლო. პირველ შეკვეთას მოჰყვა მეტი სამუშაო, რომელიც ძირითადად მიმართული იყო საცხოვრებელი შენობების დაპროექტებაზე თბილისის პრესტიჟულ უბნებში. ამ დროს ბინათმშენებლობა, თავისი კლასიკური ფორმით, ე.ი. მრავალბინიანი სახლის სახით (რაც ძველი საბჭოთა რეჟიმის გადმონაშთი იყო) წარმოადგენდა ყველაზე უფრო აქტიურ სამშენებლო საქმიანობას თბილისის ცენტრალურ რაიონებში. 2000 წ. კომპანიამ ორი დიდი შეკვეთა მიიღო: ეს იყო 6-ბინიანი 6-/7 სართულიანი სახლი საოფისე ფართით (ერისთავის ქ. 9) საერთო ფართობით 1 700 კვ.მ, და 23-ბინიანი 10 სართულიანი სახლი შიო მღვიმელის ქ. N15-ში (საერთო ფართობი 4 700 კვ.მ). ასე დაიწყო კიდ არქიტექტურას ისტორია.