English თბილისი 0160, გამრეკელის ქ. 19, ბიზნეს ცენტრი, ოფისი 404 |  2 39 39 39; 596 39 39 39 |  office@cid.ge
Header

ამჟამად კიდ არქიტექტურა წარმოადგენს მრავალდარგოვან ფირმას. მას ჰყავს ოცზე მეტი ხელფასიანი თანამშრომელი: არქიტექტორები, დიზაინერები, ფინანსური და იურიდიულ სამსახური. ახალი ოფისის მისამართია თბილისი, საბურთალო, ვაჟა ფშაველას N28. 2005 წლის ნოემბერში ნ. შავიშვილმა და გ. მირიანაშვილმა გადაწყვიტეს კომპანიაში პარტნიორობა შეეთავაზებინათ ორი ყველაზე უფრო გამოცდილი და ღვაწლმოსილი კოლეგისათვის, ასე რომ კიდ არქიტექტურაში ამჟამად თემურ კლდიაშვილიც და სანდრო მგალობლიშვილიც პარტნიორებად და კომპანიის დირექტორებად გვევლინებიან.

1999 წლის ნოემბრიდან მოყოლებული, კიდ არქიტექტურამ დაასრულა 25-ზე მეტი მსხვილი პროექტი, რომელთა უმრავლესობა ბინათმშენებლობაშია. ნამუშევართა ისტორია კომპანიის წარმატების ანარეკლია. პროექტების დიდი უმრავლესობა რეალურად არის განხორციელებული, ეს კი რიგითი არქიტექტურული სახელოსნოსათვის უჩვეულო მოვლენაა. კიდ არქიტექტურის მიერ დამუშავებული პროექტით უკვე აშენებულია 10 სახლი, 7 ამჟამად მშენებარეა; განხორციელების სტადიაზეა სხვა სერიოზული პროექტებიც. პროექტირების არეალი გაიზარდა: დაგეგმარება ხდება ბაგებისა და წყნეთის რაიონებში; სხვა დიდი პროექტი - სათხილამურო კომპლექსი ბაკურიანში - რეალიზაციის სტადიაშია. კიდ არექიტექტურა ამჟამად მსხვილი პროექტის წამოწყებას შავიზღვისპირეთში - ბათუმსა და ქობულეთშიც ვარაუდობს. 2005 წელს კიდ არექიტექტურამ მონაწილეობა მიიღო ძალიან სერიოზულ საერთაშორისო კონკურსში ესპანეთში, მადრიდში Campus de la Justicia-ს (სამართალაღსრულების სასახლის) პროექტისათვის. ამან მზარდ საპროექტო სახელოსნოს საშუალება მისცა მომავალ მუშაობაში საერთაშორისო გამოცდილებაც გაითვალისწინოს. 2006-ში კი, ბერლინურ არქიტექტურულ ფირმასთან გიუერს კიუნ კიუნ-თან ერთად, კიდ არქიტექტურამ სხვა კონკურსშიც - ფინეთის კალაქ იუვიასკიულასათვის ახალი უბნის განაშენიანების იდეათა შეჯიბრში - მიიღო მონაწილეობა. იმავე წელს კიდ არქიტექტურამ წარმატებით უჩვენა საკუთარი შემოქმედება ვენეციის ბიენალეს მონაწილეებსა და სტუმრებს.

კიდ არექიტექტურის ზრდას 2001-2005 წლებში მოწმობს შემდეგი განხორციელებული პროექტები: 25 ბინიანი, 5 საოფისე, სამაღაზიო ფართის მქონე, 8 საცხოვრებელ სართულიანი და 3 პენტჰაუზით სახლი (დარიალის 9/აბაშიძის 81, მთლიანი ფართი 7 800 კვ.მ); 12 ბინიანი 7/8 სართულიანი სახლი (შიო მღვიმელის ქ. 4, მთლიანი ფართი 2 400 კვ.მ); 10 ბინიანი შენობა მოქანდაკის მემორიალური სახელოსნოთი, 6/7 სართულიანი სახლი. მცხეთის 14, (მთლიანი ფართი 2 800კვ.მ). კიდევ ორი დიდი სახლი 2005/2006 წლებში იქნა დასრულებული: 27 ბინიანი, 3/4 სართულიანი სახლი, 3 კომერციული ფართით ძველი თბილისის ისტორიულ ნაწილში (ჭონქაძის ქ. 7, მთილანი ფართი 6 500 კვ.მ), და 27 ბინიანი 10 სართულიანი საცხოვრებელი ბლოკი (ქობულეთის ქ. 34/36, მთლიანი ფართი 6 800 კვ.მ). 2005 წლის ბოლოს დაიწყო და 2008-ში დასრულდა ორი მსხვილი საცხოვრებელი პროექტის განხორციელება: თბილისში, საცხოვრებელი სახლები „საბურთალოს ფიჭვნარი“, რომლებშიც 125 ბინა და რიგი სავაჭრო ფართია (საერთო ფართობით 16,500 კვ.მ), და საცხოვრებელი კომპლექსი „ვილა  ვაკე“ ბაგებში, თბილისის მახლობლად, სადაც 80 ბინა ტაუნჰაუზებისა და მცირესართულიანი ბლოკების სახითაა წარმოდგენილი (მთლიანი ფართი 23,000 კვ.მ).

ბინათმშენებლობა თბილისში დღესაც წამყვან სამშენებლო საქმიანობად რჩება. საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის IPM-ის მონაცემებით, თოთხმეტი თვის განმავლობაში (2002 წ. ივლისიდან 2003 წ. სექტემბრამდე) აშენდა ან შენდებოდა 200-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი, რომლის მთლიანი ფართი მილიონ კვადრატულ მეტზე მეტი იყო. ამ წლებში აშენებული ფართის ოდენობა საქართველოს დედაქალაქში მაქსიმუმად უნდა ჩაითვალოს თვით საბჭოთა პერიოდის ყველაზე სტაბილურ წლებისავისაც კი (ოთხმოციანი წლების შუა პერიოდი). მათი განლაგების არეალი იყო თბილისის მთლიანი ტერიტორიის 5% ზე ნაკლები: სოლოლაკი, ვერე, საბურთალო. ამ პრესტიჟულ ტერიტორიას, რომლის ნაწილი უშუალოდ მდებარეობს ძველი თბილისის ვითომცდა დაცულ შუაგულში, ჯიუტი ზეწოლით ითვისებდნენ ცინიკურად განწყობილი მენაშენეები; მოგების გულისათვის ისინი სპობდნენ კულტურულ მეხსიერებას და ანადგურებდნენ საქალაქო სივრცის ხარისხიანობას. 2006 წლის მარტში იმავე კომპანიამ დაადგინა, რომ საქართველოს დედაქალაქში სამშენებლო აქტივობის გეოგრაფია კიდევ უფრო გაიზარდა, და გამოითვალა, რომ იმ 136 მიწის ნაკვეთზე, რომლებიც დათმობილი იყო სამენაშენეო საქმიანობისათვის და IPM-ის ახალ გამოკვლევაში მოხვდა, საერთო სამშენებლო ფართი უკვე 2.2 მილიონ კვადრატულ მეტრს აღწევდა. სულ ორად-ორ წელიწადში კი, 2008 წლის მარტისათვის, იმავე კომპანიის გათვლით, ანალოგიური მონაცემის მნიშვნელობა 3.2 მილიონს აღემატებოდა.

ხელოვნება, კულტურა, განათლება და სხვა სოციალური ფუნქციები ... არ ირიცხებიან თბილისელ მენაშენეთა პრიორიტეტთა შორის. არც სახელმწიფოს გააჩნია სახსრები რომ ამ სოციალურ ფუნქციათა განსახორციელებლად საჭირო მშენებლობები დააფინანსოს. ამიტომ განსაკითრებით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ კიდ არქიტექტურამ აქაც გადადგა ნაბიჯი წინ და ხელი მოჰკიდა კულტურულ საქმიანობასთან დაკავშირებულ პროექტირებას. მისი დაპროექტებულია სასულიერი აკადემია საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისათვის. იგი უნდა აშენდეს სამების ტაძრის გვერდით, ავლაბრის პლატოზე, თბილისის ძველ უბანში, მტკვრის მარცხენა მხარეს. ექვსასი სტუდენტისათვის განკუთვნილი შენობა იქნება პირველი ასეთი ნაგებობა დამოუკიდებელ საქართველოში. ამ მშენებლობის პოლიტიკური მნიშვნელობის გამო ავტორებმა მოინდომეს ამაღლებული საზეიმო სივრცის შექმნა და სასწავლებლის სადა, ჭშეშმარიტი სახის გამოვლინება მისი სულიერი შინაარსის შესაბამისად.
 

დაგეგმარების სტადიაზე

შეკვეთების მოცულობა თანდათან იზრდება, კიდ არქიტექტურამ დაიკვა წამყვანი ადგილი თბილისის არქიტექტორთა შორის. მას ეკისრება სულ უფრო მზარდი საქალაქთმშენებლო პრობლემის გადაჭრა. სახელდობრ, მრავალდანიშნულებიანი ნაგებობა (ჭავჭავაძის 7, თბილისი) მოიცავდა 20 000 კვ.მ სასარგებლო ფართობს, რომელშიც შედიოდა თითქმის 5 500 კვ.მ საუკეთესო სავაჭრო და საოფისე ადგილი თბილისის ყველაზე ფეშენებელურ უბანში. ეს არის ვაკის ძირითადი არტერია - ჭავჭავაძის გამზირი. მშენებლობა ხორციელდება თბილისი უნივერსიტეტის კლინიკის გვერდით. ნაგებობის მასა კარგადაა მისადაგებული ქუჩის მოხაზულობასთან. გრძივი აივნები ოდნავ მოხრილი კონტურით მიჰყვება ქუჩის ხაზს, შენობის კოშკი უკან არის მიწეული, ასე რომ, ძირითადი შენობა ემორჩილება ქუჩის მიმართულებას. ავტორთა ძირითადი მიზანი იყო, შეექმნათ დომინანტური ახალი ნაგებობა ისე, რომ მნიშვნელოვნად არ შეეცვალათ არსებული ქალაქური კონტური. ამას ხაზი ესმებოდა იმით, რომ ნაგებობაში შეტანილი იყო ბუნებრივი ქვის მოტივები; ისინი დამახასიათებელია მის გარშემო მდებარე შენობებისთვის, რომლებიც აგებულია გასული საუკუნის 50-იან წლებში. ამის შედეგად შენობის დიდი მასა ვაკის არსებულ მასშტაბებს არავითარ საფრთხეს არ უქმნიდა.

სამწუხაროდ, ნაკვეთის ახალმა მფლობელმა შეცვალა პროექტი და ჩვენი ვარიანტი არარეალიზებულთა რიცხვში ჩაიწერა. ვაკის რაიონში ორი სხვა სახლის დაპროექტებისას არსებული სივრცითი კონტურების შესანარჩუნებლად სხვა მეთოდი იქნა გამოყენებული – ზედა სართულების კასკადური განლაგება. ამას გვიჩვენებს 10-სართულიანი სახლი ქობულეთის ქ. 34/36 - რომელმაც მშენებლობის დასრულებისთანავე მიიღო ეროვნული „არქიტექტურული პრემია 2006“ ნომინაციაში „მრავალბინიანი საცხოვრებელი სხლები და კომპლექსები“ და 6/8 სართულიანი სახლი (აბაშიძის ქ. 27). ორივე სახლი მეზობელ ნაგებობებზე ბევრად უფრო დიდია, მაგრამ დატერასებული სიბრტყეები ქმნის შეგრძნებას, რომ ქუჩის ფორმა და არსებული სამშენებლო კონტურები დაცულია. ძველ თბილისში (ჭონქაძის ქ. N7) შენობა მისდევს ისტორიულ ხაზს; ახალი შენობისთვის გამოყენებული აგური იწვევს წარსულის ასოციაციას, ხოლო მკვეთრი გეომეტრია მეტყველებს შენობის არქიტექტურის თანამედროვე შინაარსზე. მეორე შენობა, რომელიც ძველი თბილისი ისტორიულ ცენტრთანაა ახლოს, არის კომერციული და საცხოვრებელი ნაგებობა გოგებაშვილის ქუჩაზე. მისი დაგეგმარების ისტორია ოთხ ეტაპად წარმოგვიდგება. თითოეული მათგანი იყო წარსულთან კონფლიქტის აცილების განსხვავებული გზა. შენობის გარემო წარმოადგენს ტერიტორიის დაუგეგმავად ათვისების უსახურ შედეგს XIX-XX საუკუნეთა გასაყარის თბილისის ყველაზე ქაოტურად ნაგებ და ღარიბ ნაწილში. მიუხედავად იმისა, რომ დაგეგმარების მკაცრი საკონტროლო წესები ზღუდავდა არქიტექტირთა ქმედებას, მათი მუშაობის შედეგად შექმნილი სტრუქტურა აშკარად XXI საუკუნის მოთხოვნათა დონეზეა. მისი სამხატვრო გალერეა და ხალხური შემოქმედების ნიმუშთა სალონები პირველ სართულზე გამიზნულია იმისთვის, რომ ქალაქის კულტურული აქტივობა ქვედა ვერეს ფეშენებელური რაიონიდან გადატანილი იყოს ტიპობრივად თბილისურ ზედა ვერეს რაიონის გარემოში. აქვე მთაწმინდაზე, ამაღლების ქუჩაზე დაპროექტებულ საცხოვრებელ სახლში ქვედა სართულები დაგეგმილია გამოყენებულ იქნას საზოგადოებრივი დანიშნულებისათვის. ანალოგიური მიზნით, ფალიაშვილის ქ. N86-ის პირველ სართულზე კიდ არქიტექტურამ დააგეგმარა ფიტნეს-კომპლექსი. ამით მას აქაც მრავალფეროვნება შეჰქონდა მდიდარ და კონსერვატულ საცხოვრებელ უბანში.

…კიდ არქიტექტურა შეკვეთებს შორისაა მრავალფუნქციური ნაგებობა მარიჯანის ქუჩაზე თბილისში, მთლიანი ფართობი 30 000 კვ.მ-ს აღემატება.... კიდ არქიტექტურა დედაქალაქის გარეთაც მსხვილ მასშტაბებს აღწევს: ბაკურიანში შეძენილ სამჰექტარიან ტერიტორიაზე არსებული სასტუმროს შენობის რეკონსტრუქციის გარდა დაგეგმილია 11 მრავალბინიანი კოტეჯის და 16 ინდივიდუალური ბლოკირებული სახლის - შალეების აგება, მათი საერთო ფართი კი 21,000 კვ.მ-ს აღემატება.

კომპანიის არქიტექტორების ნამუშევართა მასშტაბი ასახავს მათ მზარდ გავლენას თბილისის ბინათმშენებლობის ბაზარზე და მათ სწრაფ გასვლას საქართველოს სხვა რეგიონებში. პირველ რიგში, ეს ის დიდი დაკვეთაა, რომელიც შემოვიდა კომპანია „ევროპა“-დან. იგი „აქტეუმ გრუპ“-ის - ევროპული განვითარების ფონდის ქართული ფილიალია, რომელიც მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე 12.6 ჰა ტერიტორიაზე აშენებს მრავალფუნქციონალურ კომპლექსს. მასში კიდ არქიტექტურა აპროექტებს 142,000 კვადრატული მეტრის მქონე საცხოვრებელ ნაწილს, ხოლო ჩვენი ფრანგი კოლეგები ფირმიდან „არქიტექტორები სი-ვი-ზედ“ ჩვენს გვერდით ამავე მიწაზე აგეგმარებენ 100,000 კვ.მ-ის სავაჭრო, დასასვენებელ და კომერციულ ცენტრს. ეს სამუშაო ზომით თითქმის უტოლდება „ცენტრპოინტ ჯგუფი“-ს მიერ ჩვენდამი დაკვეთილ უზარმაზარ განაშენიანებას მდინარის მოპირდაპირე - მარჯვენა სანაპიროზე, დიდუბეში, ხოშარაულის ქუჩაზე. განსხვავება ისაა, რომ ამ უკანასკნელში კიდ არქიტექტურამ პრქატიკულად უკვე დაასრულა პროექტირება როგორც საცხოვრებელი, ასევე სავაჭრო და საოფისე ნაწილებისა, რომელთა ჯამი 300,000 კვადრატულ მეტრს აღემატება. ხოშარაულის პროექტი 2005 წელს დაიწყო და მისი მშენებლობა 2011-ში დასრულდება, მასში ქართველ მშენებლებთან ერთად „ცენტრპოინტ სიტი“-ს სხვდასხვა უბნებზე თურქებიც მონაწილეობენ.

რაც შეეხება კიდ არქიტექტურას საკუთარ სამენაშენეო საქმიანობას, მის მიმდინარე პროექტებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირის № 30-ის კომერციული ცენტრი. საქართველოს დედაქალაქის ყველაზე უფრო ექსკლუზიურ უბანში ჩაფიქრებული პროექტი შერეულ დატვირთვას შეიძენს, მასში სავაჭრო და ოფისების ფუნქციები განთავსდება და მან კონკურენცია უნდა გაუწიოს მეზობლად მდებარე ნეო-მოდერნისტულ ნაგებობას - „პიქსელ 34“-ს, რომლის ავტორებია არქიტექტორები ვენდელი, ჰოფერი, ლორხი+ჰირში ზაარბრიუკენიდან, გერმანია. მეორეს მხვრივ, ადრე უკვე ნახსენები ამაღლების პროექტი, რამდენადაც მცირე ზომისა არ უნდა იყოს იგი ჩვენთან დამუშავებულ სხვა მიმდინარე პროექტებთან შედარებით, ამ 4,000 კვ.მ-ს საერთო ფართის მქონე ნაგებობის მნიშვნელობის შეუფასებლობა შეუძლებელია. იგი იკავებს, შესაძლოა, ყველაზე უფრო გამორჩეულ პოზიციას ძველი თბილისის ზედა მთაწმინდაზე განლაგებული ქუჩის წვერში. შენობა ამაყად გადაჰყურებს მთელს ქალაქს და წარმოადგენს ისტორიულ უბანში ახალი განაშენიანების ერთ-ერთ უიშვიათეს წარმატებულ მაგალითს.

უახლესი კიდ არქიტექტურის იმ პროექტთა შორის, რომლებიც შეთანხმდა სათანადო საქალაქო სამსახურებთან, გახლავთ შერეული დანიშნულების შენობა ხოშარაული ქ. № 30-ში, ე.წ. „ელიავას ბაზრობის“ ადგილას, ქვეყანაში სამშენებლო-სარემონტო და საოჯახო მოწყობილობების და აქსესუარებით საცალო და საბითუმო ვაჭრობის ამ უმნიშვნელოვანესი ცენტრში, „ცენტრპოინტ სიტის“ გვერდით. მასში სავაჭრო, საოფისე და საცხოვრებელი ნაწილებია გათვალისწინებული, სულ საერთო ფართით 21,000 კვ.მ.